საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ შესარჩევ რაუნდში თამაშს 25 მაისს ბოსნიასთან თამაშით დაიწყებს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია "უეფამ" გამოაქვეყნა ელიტ რაუნდის მატჩების კალენდარი.
ქართველი 19-წლამდელები ამ შესარჩევ ტურნირს მაისში ხორვატიაში გამართავენ, ბოსნიელთა შემდეგ 27 მაისს ტურნირის მასპინძელ ხორვატებს დაუპირისპირდებიან, ხოლო დასკვნით მატჩში 30 მაისს ავსტრიელ თანატოლებს შეხვდებიან.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის ოთხი მონაწილიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის. ევროპის ჩემპიონატი 3-15 ივლისში ესტონეთში გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია 19-წლამდელთა მწვრთნელის ვინაობა. ამ გუნდის ყოფილმა თავკაცმა გიორგი დევდარიანმა რამდენიმე დღის წინ დატოვა თანამდებობა.