6 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ბაჩი ჯინჭარაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფოლკლორის სახვითი ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა ცისანა მარინდაშვილმა გამუცხადა, ქსპოზიციაზე თვითნასწავლი მხატვრის მიერ შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ექსპონატებზე ასახულია, როგორც პორტრეტები ასევე სხვადასხვა კომპოზიციები".
გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში 15 მარტამდე გაგრძელდება.