საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, დღეს, ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური Fair Play-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ანდრეა ტრავერსოს მადლობის ოფიციალური წერილი მიიღო.
წერილში უეფას მაღალჩინოსანი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 22-23 თებერვალს, თბილისში გამართული საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური Fair Play-ს სამუშაო შეხვედრის უმაღლეს დონეზე ჩატარებისათვის.
წერილში აღნიშნულია, რომ სფფ-მ აღნიშნული ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზება შეძლო და რომ, მათ მიერ ჩატარებული ყველა სამუშაო შესანიშნავად იყო ორგანიზებული.
უეფას მხრიდან მსგავსი შეფასება სფფ-სათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ასეთი მაღალი რანგის ღონისძიება არა თუ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა. ამ ღონისძიების ორგანიზებისას მიღებული გამოცდილება ნამდვილად დაეხმარება სფფ-ს მომავალი გაცილებით დიდი საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების საქმეში,