ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრები ფილიპინებში ქალაქ მანილაში "აზიის განვითარების ბანკის" მორიგ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ბანკის წარმომადგენლებთან საქართველოსათვის თანხის გამოყოფაზე იქნება საუბარი.
"ამ დროისათვის ვერ გეტყვი თუ რა მოცულობის თანხის გამოყოფას შეძლებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოსათვის, თუმცა გეტყვით რომ თანხა სამი პროექტის განხორციელებისათვის გვჭირდება, რაც ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. აზიის განვითარების ბანკიდან გამოყოფილი თანხა ქვეყნის მასშტაბით წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტებში ურბანული პროექტის დაგინანსებასა და გრიგოლეთიდან სარფამდე შემოვლითი გზის მშენებლობას მოხმარდება", _ განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა მინისტრმა.
ეკონომიკისა და ფინანსტა მინისტრები საქართველოში 15 იანვარს დაბრუნდებიან.