მანჩესტერ სიტის ესპანელმა ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ ბედნიერია ინგლისში თამაშით და არ ნანობს, თავის დროზე „ბარსელონაში" ან „რეალში" არ გააგრძელა საფეხბურთო კარიერა.
„2010 წელს, არც „ბარსელონას" და არც მადრიდის „რეალს" არ გამოუთქვამს სურვილი მეთამაშა მათ გუნდში, მაგრამ ეს „მანჩესტერ სიტიმ" გააკეთა და ახლა სწორედ ინგლისში ვთამაშობ. მე იმ გუნდში წავედი სადაც, მეტი სათამაშო დრო მექნებოდა და ნდობის ფაქტორიც იქნებოდა. თავის დროზე, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი „ვალენსიაში", მაგრამ სიტუაცია ჩემს წასვლას მოითხოვდა. მე ინგლისში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ,"-განაცხადა სილვამ.
„"რეალი" და „ბარსელონა" წლების განმავლობაში იბრძოდნენ არაერთი ტიტულისთვის და მათ ეს გარკვეულწილად მოახერხეს, მაგრამ „სიტის" მათთან შედარება ნაადრევაია. ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე წელიწადში გრანდების რიგში შევალთ და მეტი მოწიწებით მოიხსენიებენ ჩვენს სახელს,"-დაასრულა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტიში" 2010 წელს „ვალენსია"-დან გადავიდა და დღემდე წარმატებით თამაშობს ინგლისში. წლევანდელ სეზონში, მისი გუნდი, 26 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება და ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.