დღეს, 29 თებერვალს, 18.00 საათზე, „მიხეილ მესხის"სახელობის სტარიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. დღევანდელ მატჩში ნაკრების კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება.
ყოფილი კაპიტნის კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლის შემდგომ ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ეროვნული გუნდის გაძღოლა 29 წლის მცველს დააკისრა, რომელი ამჟამად შოთა არველაძის თურქულ გუნდ "ქაისერისფორში" თამაშობს.
ხიზანიშვილი ნაკრებში 1999 წლიდანაა და 79 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ლევან კობიაშვილს (ნაკრებში 100 თამაში) და კალაძეს (83) ჩამორჩება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის შემდეგი შემადგენლობა დაასახელა -
მეკარეები:
ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ლორია („დინამო" თბილისი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი")
მცველები:
ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა („ვოლგა", რუსეთი), აკაკი ხუბუტია („სამსუნსპორი", თურქეთი), დავით კვირკველია („ანორთოსისი", კვიპროსი), მამუკა კობახიძე („ზესტაფონი")
ნახევარმცველები:
მურთაზ დაუშვილი („კარპატი", უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), სანდრო კობახიძე („არსენალი" კიევი, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი („ზესტაფონი"), თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი"), ლევან ყენია („შალკე 04", გერმანია), ირაკლი ძარია („დინამო", თბილისი), ჯაბა კანკავა („კრივბასი", უკრაინა)
თავდამსხმელები:
ოთარ მარცვალაძე („კრასნოდარი", რუსეთი), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი", უკრაინა), ლადო დვალიშვილი („პოლონია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი", გერმანია)