ოპეკის "კალათის" ფასმა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 თვის განმავლობაში
ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 თვის განმავლობაში. კერძოდ, 2010 წლის 11 იანვრის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა 35 ცენტით და ოფიციალურად შეადგინა 80,29 დოლარი/ბარელზე. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2010 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ.
ცნობისათვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140,73 დოლარი/ბარელზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 3 ივლისს.