აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამდინარო პლაჟების მოწყობის პროექტზე მუშაობს.
"ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის კუთხით მნიშვნელოვანია სამდინარო პლაჟების კეთილმოწყობის პროექტი. უკვე განხორციელდა კვლევა მდინარე აჭარისწყლის მონაკვეთზე (ქედის მუნიციპალიტეტი, საპიკნიკე ადგილი "ჭადრების" მიმდებარე ტერიტორია). კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება აღნიშნული მონაკვეთის ინფრასტრუქტურით მოწყობა და ტურისტებისათვის შეთავაზება", - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თემურ დიასამიძემ.
დიასამიძის განმარტებით, გარდა ახალი პროდუქტის შექმნისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სპეციალისტების მომზადება ამ მარშრუტების მომსახურებისთვის.