1-ელ მარტს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუში "ხელოვნების საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დიზაინერების ანა ჩანგიანის და ირინა ბარბაქაძის თექის იმპროვიზირებული ნამუშევრები. გამოფენა "გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" ბავშვებისთვის შექმნილი ზამთრის კოლექციის ჩვენებით გაიხსნება. ასევე წარმოდგენილი იქნება საგაზაფხულო კოლექცია, თექის მოსასხამები, ინტერიერის აქსესუარები (პანოები) და ა.შ.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დიზაინერმა ანა ჩანგიანმა განუცხადა- "ხელოვნების საღამოზე" გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც I see studio მიერ გადაღებულ ფოტოებში საზოგაოებისთვის ცნობილი ქალბატონებს მორგებული აქვთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსასხამები. ფოტოები სიუჟეტური და შინაარსობრივია და არა პოზირება. საღამოზე "გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს".
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დათო არჩვაძე, "თბილისური კვარტეტი", კვარტეტი "თაობა". შესრულდება კომპოზიტორ ნანა მესხის სიმღერები.
შეგახსენებთ, რომ დიზაინერი ანა ჩანგიანისთვის საბავშვო ხაზის ჩვენება მეოთხედ იმართება. ბოლოს საბავშვო ჩვენება 2011 წლის ივნისში გამართა.