მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ტურისტული სეზონისთვის მზადება ახალი რისკებისა და გამოწვევების გადალახვას გულისხმობს, _ აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. ამ ფონზე ტურიზმის დეპარტამენტში ძვირადღირებული ტურების ხვედრითი წილის შემცირებას მოელიან.
"მთელ მსოფლიოში ბიზნესაქტივობის შესუსტებასთან ერთად მოსალოდნელია ბიზნესტურების შემცირებაც. ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი იქნება ისეთი ტურებიც, სადაც მაღალია მგზავრობის ხარჯების ხვედრითი წილი. ასეთ ფონზე კი შიდა ტურიზმისა და რეგიონალური ტურიზმის ხვედრითი წილის ზრდაა მოსალოდბნელი. მნიშვნელოვნად გაიზრდება ასევე კონკურენცია, როგორც საერთაშორისო ისე შიდა ბაზარზე", - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თემურ დიასამიძემ.
ასეთ ფონზე ტურიზმის დეპარტამენტს, ახალი და შედარებით იაფი ტურისტული პროდექტების შექმნისთვის, სერვისის დონისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მოუწევს აქტიური მუშაობა. იმავდროპულად უნდა გააქტიურდეს მუშაობა ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრის სუბიექტების ხელშესაწყობად და უნდა მოხდეს მარკეტინგული სარეკლამო საქმიანობის კონცენტრირება შიდა და რეგიონალურ ბაზრებზე.