24-26 თებერვალს, თბილისში, ბილიარდის კლუბ "რიო"-ში ჩატარდა საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში, პულში, სახეობა რვიანში. ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, ბილიარდის ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა 20 უმაღლესი სასწავლებლის 50-მდე სტუდენტი. ვაჟებში ჩემპიონი გახდა - გივი ძებნიაური (სტუ), ხოლო გოგონებში ეკა თორაძემ (საქრთველოს უნივერსიტეტი) გაიმარჯვა.
გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით.