29 თებერვალს, „უემბლიზე" ინგლისის ნაკრები, ამხანაგურ შეხვედრაში, ჰოლანდიას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი სტიუარდ პირსი იქნება, რომელიც პირველად უხელმძღვანელებს ნაკრებს. აღსანიშნავია, რომ ინგლისს ჯერჯერობით კაპიტანი არ ჰყავს,რადგან ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჯონ ტერის კაპიტნის სამკლავური ჩამოერთვა. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ იქნება გუნდის კაპიტანი ჰოლანდიასთან გასამართი მატჩისას.