25-26 თებერვალს ევროპის სარაგბო "ექვსი ერის" მესამე ტური გაიმართა, რომლის შემდეგაც ორი დაუმარცხებელი გუნდი დარჩა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში სტუმრად, თვიქნემში, უელსმა ინგლისი დაამარცხა და სამი გამარჯბევით ერთპიროვნულად დაწინაურდა გათამაშების ცხრილში. საფრანგეთმა სტუმრად ბრძოლაში აჯობა შოტლანდიას და ასევე დაუმარცხებელია, ოღონდ ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული. ირლანდიამ აუსტაიდერი იტალია შინ გაანადგურა და წლეულს პირველი გამარჯვება მოპოვა.
თვიქნემში ინგლისის და უელსის თამაშში ორივე გუნდი აგრესიული შეტევით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ლელოები არ გადიოდა და შეხვედრა დამრტყმელთა შეჯიბრს დაემსგავსა. 70 წუთის შემდეგ ორივე გუნდს 4-4 საჯარიმო ჰქონდა გატანილი, როცა 12:12 ანგარიშზე უელსელთა სათადარიგო გარემარბმა სკოტ უილიამსმა ბოლო წუთებზე ერთადერთი ლელო გაიტანა და თავის გუნდს 19:12 მოაგებინა.
ედინბურგში შოტლანდიამ და საფრანგეთმა ერთმანეთს ორ-ორი ლელო დაუდეს, მაგრამ სტუმრებმა ორი დარტყმით მეტი გაიტანეს და 23:17 გამარჯვებით გამარჯვებით ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსიც შეინარჩუნეს.