29 თებერვალს ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება. ყოფილი კაპიტნის კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლის შემდგომ ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ეროვნული გუნდის გაძღოლა 29 წლის მცველს დააკისრა, რომელი ამჟამად შოთა არველაძის თურქულ გუნდ "ქაისერისფორში" თამაშობს.
ხიზანიშვილი ნაკრებში 1999 წლიდანაა და 79 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ლევან კობიაშვილს (ნაკრებში 100 თამაში) და კალაძეს (83) ჩამორჩება.