"უემბლის" სტადიონზე ერთმანეთს „ლივერპული" და „კარდიფი" დაუპირისპირდნენ. ამ მატჩს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდებოდა „ლივერპული", რადგან მათ 6 წლის განმავლობაში, არცერთი ტიტული არ ჰქონდათ მოპოვებული.
მატჩში ანგარიში ნომინალურმა მასპინძლებმა გახსნეს : მეისონმა „კარდიფი" მე-19 წუთზე დააწინაურა. პირველი ტაიმი „ლივერპულის" შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან თხუთმეტ წუთში, შკრტელმა ანგარისი გაათანაბრა. გუნდების მცდელობის მიუხედავად, გაეტანათ გოლი, უშედეგოდ დასრულდა და დაინიშნა დამატებითი 15 წუთიანი ორი ტაიმი. 108-ე წუთზე კუიტმა წინ გაიყვანა „ლივერპული", მაგრამ ათ წუთში „კარდიფმა" ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში გოლი არ გასულა და დაინიშნა 11-მეტრიანების სერია, რომელიც უკეთესად „მერსასაიდელებმა" შესარულეს და ნანატრი ტიტულიც მოიპოვეს.