რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 28 თებერვალს რუსთაველის თეატრში ღონისძიება ეწყობა, სადაც მსახიობის აქამდე უცნობი ნახატები გამოიფინება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობის შვილიშვიმა ნატალია ჩხიკვაძემ განუცხადა, რუსთაველის თეატრში გამართულ საღამოს მეორე ნაწილში რამაზ ჩხიკვაძის აქამდე უცნობი ნახატები გამოიფინება.
"ბაბუას ნახატებისა და როლების ჩვენებას მოვაწყობ, რომელსაც მაისურსა და პერანგზე გადავიყვან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნატალია ჩხიკვაძემ.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 28 თებერვალს რუსთაველის თეატრში ღონისძიება ეწყობა, სადაც მსახიობის აქამდე უცნობი ნახატები გამოიფინება. 28 თებერვალს, რამაზ ჩხიკვაძის მემორიალური დაფაც გაიხსნება.