დღეს, 27 თებერვალს, 12.00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში იტალიელი საქსოფონისტის, ფედერიკო მონდელჩის კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება
ფედერიკო მონდელჩი საქართველოს სიმფონიერ ორკესტრთან ერთად, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებს ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ნიკოლა პიოვანის, რობერტო მოლინელის და ასტორ პიაცოლას ნაწარმოებებს.
მონდელჩის, საერთშორისო სახელის მქონე მუსიკოსს, კონცერტები გამართული აქვს იტალიისა და უცხოეთის ყველაზე ცნობილ ორკესტრებთან ერთად, მათ რიცხვშია ლა სკალას ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, მაესტრო სეიჟი ოზავას ხელმძღვანელობით, გამართული კონცერტი.
აღსანიშნავია, რომ ისეთი რანგის მუსიკოსი, როგორიცაა ნიკოლა პიოვანი, სპეციალურად მონდელჩისათვის ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს. კონცერტი ორგანიზებულია, თბილისში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობითა და კერძო სპონსორებს დახმარებით. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია რუსთაველის თეატრის სალაროებში.
ფედერიკო მონდელჩის კონცერტი 29 თებერვალს, 20.00 საათზე, რუსთაველის თეატრში გაიმართება