დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXI ტური გაიმართა. დამაჯერებლად მოიგო თბილისის "დინამომ", რომელმაც, ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლა და 5:1 მეტოქე დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძელთაგან თავი კოშკაძემ, კოტომ, მერებაშვილმა, ძარიამ და გოგიტა გოგუამ გამოიჩინეს, სტუმართაგან გოლი ენძელაძემ გაიტანა.
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ქუთაისის "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება. ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ბოლნისი-ფოთი 0:0
დილა-გაგრა 1:0
მერანი-რუსთავი 1:2
ზესტაფონისა და ცხინვალის შეხვედრა, დიდთოვლობის გამო გადაიდო.