საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები 32:7 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მოიპოვა.
ევროპის ერთა თასის 2012 წლის გათამაშების მორიგ მატჩში, რომელიც ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა, ქართველი რაგბისტების უპირატესობა აშკარა იყო.
მილტონ ჰეიგის შეგირდებისთვის ესპანელებთან 18:25 მარცხის შემდეგ პორტუგალილებთან გამრჯვებას დიდი მნიშვნელობა ქონდა.
მომდევნო შეხვედრას ნაკრები რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.