დღეს, 25 თებერვალს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში საკვარტეტო მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ კონსერვატორიის სტუდენტები: თემურ ჯაიანი (ვიოლინო), ნიკა ბარათელი (ვიოლინო), მამუკა ბაბუაძე (ალტი), მიხეილ ლომიძე (ჩელო). ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ ჟვანია.
კონცერტზე შესრულდება ბეთჰოვენის კვარტეტი და შოსტაკოვიჩის კვარტეტი.
დასწრება თავისუფალია.