დღეს, 25 თებერვალს, 18:00 საათზე, გალერეა "ბაიაში" მხატვარ მიშა ნონიკაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მერებაშვილმა განუცხადა-"მხატვარის ინიციატივით მისი პერსონალური გამოფენა ერთდროულად ორ გალერეაში "ბაიაში" და "ვერნისაჟში" გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 25 ნამუშევარი (ნატურმორტი, პეიზაჟი და აბსტრაქცია)."
გამოფენა გალერეა "ბაიაში" 5 მარტამდე გაგრძელდება.