უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 17 იავარს გაიმართება, ქართველი დამკვირვებლების დასწრების საკითხი 14 იანვარს გაირკვევა. სწორედ ამ დღეს არის ჩანიშნული უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომიიის სხდომა, რომელზეც ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ.
უკრაინის ცესკომ ამ თემაზე უკვე იმსჯელა გუშინდელ სხდომაზე, რომლის დროსაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. საუბარია 500 მდე დამკვირვებელზე რომელიც ძირითადად, საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლები იქნებიან.
"საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით არ მიუღია. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დაკმაყოფილდეს თუ არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თხოვნა მეთვალყურეების გამოგზავნის შესახებ 14 იანვრამდე გადაიდო 14 იანვრამდე", _ აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 17 იანვარს გაიმართება.