ჩინეთის მთავრობა დათანხმდა აშშ-ს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ამერიკული ფილმების რაოდენობა, რომელიც ნებადართულია ქვეყანაში გაქირავებისთვის. როგორც გამომცემლობა Variety იუწყება, ასეთ შეთანხმებას ორი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს.
ამიერიდან ჩინეთის კინოთეატრებში წელიწადში ჰოლივუდის 20 ფილმის ნაცვლად, 34 ფილმს აჩვენებენ. ძირითადად, საუბარია სტერეოსკოპულ პროექტებზე და ფილმებზე IMAX ქსელისთვის.
გარდა ამისა, ამერიკულ კინომწარმოებლებს დაქვითვა გაეზრდებათ 13%-იდან 25%-მდე.
ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება, საშუალებას მისცემს აშშ-ს, შექმნას არა მარტო ახალი სამუშაო ადგილები, არამედ მნიშვნელოვნად გააძლიეროს ჰოლივუდის პოზიცია ჩინეთში.