საქართველოს თეატრის , მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს უნიკალური ფოტოები გადაეცა. 1910-1935 წლებით დათარიღებიული ფოტოები სვანეთის ექსპედიციის კულტურულ ძეგლებს, ფრესკებსა და ჭედურ ხატებს ასახავს.
"ფოტოები შემთხვევით გადაურჩა განადგურებას. სურათები ვის ოჯახშიც ინახებოდა, არ იცოდა, რომ იყო უნიკალური და აპირებდა გადაყრას. შემდეგ გადასცა სტუდენტს, გიორგი ჩაფრავას, რომელმაც ასევე არ იცოდა მისი მნიშვნელობა, მაგრამ დაინტერესდა მისი სიძველით. ფოტოებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ არის უნიკალური ფოტოები, რადგან მასზე ასახული კულტურული ძეგლების უმრავლესობა დღეს აღარ არის. უკეთეს შემთხვევაში კი, სახეცვლილი და რესტავრირებულია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ხელოვნების სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამთა ჩალაბაშვილმა.
50-მდე ფოტოს, რომელიც მუზეუმს გადაეცა, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გაკეთებული მინაწერები აქვს.
უნიკალური ფოტოები და მინის ნეგატივები ხელოვნების სასახლეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი ჩაფრავამ გადასცა.