ხვალ, 25 თებერვალს, 17:00 საათზე, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება, რომელიც ორ ნაწილად იქნება წარმოდგენილი. კონცერტის პირველ ნაწილში ბათუმის სიმფონიური ორკესტრისა და კაპელას მონაწილეობით ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საოპერო მუსიკა იქნება შესრულებული.
კონცერტის მეორე ნაწილში კი მაყურებლის წინაშე წარსდგება კვარტეტი "ნოტა" ქალაქური ქართული სიმღერებით, ასევე ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი მუსიკალური კომპოზიციებით ცნობილი მიუზიკლიდან „რომეო და ჯულიეტა" და მინდია ხიტარიშვილის ოპერიდან „თავფარავნელი ჭაბუკი".