საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებში ორი დებიუტანტია - „ზესტაფონის" ახალგაზრდა მცველი მამუკა კობახიძე და „დინამოს" ნახევარმცველი ირაკლი ძარია.
ნაკრებს თამაშისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი სრული დღე აქვს, შეკრებას 27 თებერვალს „ბასას" ტექნიკურ ცენტრში დაიწყებს, მატჩი კი 29 თებერვალს ვაკეში „მიხეილ მესხზე" გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.
მეკარეები:
ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ლორია („დინამო" თბილისი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი")
მცველები:
ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა („ვოლგა", რუსეთი), აკაკი ხუბუტია („სამსუნსპორი", თურქეთი), დავით კვირკველია („ანორთოსისი", კვიპროსი), მამუკა კობახიძე („ზესტაფონი")
ნახევარმცველები:
მურთაზ დაუშვილი („კარპატი", უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), სანდრო კობახიძე („არსენალი" კიევი, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი („ზესტაფონი"), თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი"), ლევან ყენია („შალკე 04", გერმანია), ირაკლი ძარია („დინამო", თბილისი), ჯაბა კანკავა („კრივბასი", უკრაინა)
თავდამსხმელები:
ოთარ მარცვალაძე („კრასნოდარი", რუსეთი), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი", უკრაინა), ლადო დვალიშვილი („პოლონია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი", გერმანია)