24 თებერვალს, 18:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" მხატვრის, მიშა ნონიკაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეის დირექტორმა ზაირა ბერელიძემ განუცხადა, "ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული გრაფიკულ ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. მისი ნახატები დაცულია საქართველოს სამხატვრო ფონდში და უცხოეთის კერძო კოლექციებში".
მხატვარი მიშა ნონიკაშვილი გამოფენებში 1975 წლიდან მონაწილეობდა. 1976 წ. "ახალგაზრდა მხატვრები" მოსკოვი; 1979 წ. "სამშობლოს ცისფერი გზები" მოსკოვი; 1986 წ. "საქართველოს სახვითი ხელოვნება" მოსკოვი და 1995 წ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმი.
გამოფენა გალერეა "ვერნისაჟში" 5 მარტამდე გაგრძელდება.