ევროკავშირმა საქართველოს საკითხზე ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობა უნდა განაგრძოს. ამის შესახებ ევროკავშირის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბარონესა კეტრინ ეშტონმა ევროპარლამენტი მოსმენების დროს განაცხადა.
მისი თქმით ევროკავშორის დამკვირვებლებმა მუშაობა უნდა განაგრძონ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში.
ბარონესამ ევროკავშირის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა პოზიტიური როლი უნდა შეასრულო პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული პრობლემები მოგვარებაში. ბარონესა უახლოეს მომავალში მოსკოვში ვიზიტსაც გეგმავს.