დღეს, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ბაროკოს კვირეული კონცერტით - ტრიო სონატა საქართველოს სინფონიეტასთან ერთად - დაიხურება.
როგორცა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატორიის სტუდენტთა შემოქმედების ხელმძღვანელმა მერი შეყილაძემ განუცხადა, კონსერვატორიაში ბაროკოს კვირეული პირველად ჩატარდა და სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
"კონცერტზე ბაროკოს მუსიკა შესრულდება. მონაწილეობენ მარი შნაიდერი (ბლოკფლეიტა, კორნეტო), სონოკო ასაბუკი (ბაროკოს ვიოლინო), მელოდი მიშელი (ბაროკოს ფაგოტი), ბაბაკ მაჰმუდიანი (კლავესინი)", - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, ბაროკოს კვირეული კონსერვატორიის ყოფილი სტუდენტის მაგდა უგულავას ხელშეწყობით გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ლექცია-კონფერენცია, მასტრეკლასები, ვორკშოფი და კონცერტი ჩატარდა.