ჩემპიონთა ლიგის მორიგი ორი მერვედფინალური მატჩები გაიმართა. „ბაზელმა" „ბაიერნს" უმასპინძლა და მოულოდნელად 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩი სტუმრების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტს „ბაიერნი" ვერ ქმნიდა. მასპინძლებმა რამდენიმე გააზრებული შეტევა განახორცილეს, რომელთაგან ერთი წარმატებული აღმოჩნდა. 86-ე წუთზე სტოკერმა „ბაზელი" წინ გაიყვანა. გერმანელების მცდელობის მიხედავად ანგარიშ უცვლელი დარჩა. ამ გამარჯვების მიუხედავად, წყვილში ფავორიტად „ბაიერნი" მიიჩნევა.
მეორე მერვედფინალური შეხვედრა მარსელში შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა, კრიზისში მყოფ მილანის „ინტერს" უმასპინძლა. მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, გოლი კი მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა. ძირითადი დროის დამატებულ წუთებზე, აიუმ „მარსელს" გამარჯვება მოუტანა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური განმეორებითი მატჩები 6-7 მარტს გაიმართება.