სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში 23 თებერვალს, 17:00 საათზე, მხატვარ ნიკო ხერკელაძესთან შეხვედრა გაიმართება. საღამოზე საუბრის თემა იქნება - "ფიროსმანის ფენომენი და ქართული სახვითი ხელოვნება".
ღონისძიება ყოველკვირეული პროექტის - "ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან" ფარგლებში ეწყობა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision"-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.