ჩემპიონთა ლიგაში მეოდხედფინალური ეტაპის ორი მატჩი გაიმართა. მოსკოვში მადრიდის „რეალმა" „ცსკა"-სთან 1:1 ფრე ითამაშა, ხოლო იტალიის ქალაქ ნეაპოლში ადგილობრივმა „ნაპოლიმ" 3:1 დაამარცხა ლონდონის „ჩელსი".
ცსკა-სა და „რეალს" შორის შეხვედრა მოსკოვის „ლუჟნიკებზე" ძლიერ ყინვაში გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები დიდი ძალებით იცავდნენ თავს, ანგარიში „რეალმა"გახსნა, პირველი ტაიმის შუაწელს მოსკოველთა დაცვის შეცდომით ისარგებლა კრიშტიანო რონალდომ.
ცსკა იძულებული გახდა, დავცვიდან ამოსულიყო და შეეტია. გახსნილ თამაშში „რეალს" მეტი საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ მადრიდულმა გუნდა ვერ გამოიყენა. ცსკა კი მარცხისგან შვედმა ლეგიონერმა პონტუს ვერნბლუმმა იხსნა, რომელმაც დამატებულ მეორე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
ნეაპოლში გამართულ მეორე მატჩშიც სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ვერც მათ შეინარჩუნეს უპირატესობა. ლონდონის „ჩელსი" პირველ ტაიმში ხუან მატას გოლით დაწინაურდა, მაგრამ ნეაპოლელებმა პირველი ტაიმის მიწურულს გარდატეხეს თამაში - თითო გოლი გაიტანეს არგენტინელმა ეზიკიელ ლავეციმ და ურუგვაელმა ედისონ კავანიმ. მეორე ტაიმში კი ლავეციმ კავანის პასით მესამე გოლიც გაუტანა „ჩელსის" და საპასუხო მატჩისთვის „ნაპოლიმ" სოლიდური უპირატესობა შეიქმნა.
ჩემპიონთა ლიგაში ინგლისური გუნდების მარცხიანობამ ტენდენციის სახე მიიღო. ორი ძლიერი მანჩესტერული გუნდი „იუნაიტედი" და „სიტი" ჯგუფიდან ვერ გავიდნენ და ახლა ევროპის ლიგაზე აგრძელებენ თამაშს. ლონდონურმა კლუბებმა - „არსენალმა" და „ჩელსიმ" კი მეოთხედფინალის მატჩები იმდენაც ცუდად ჩაატარეს, რომ განმეორებით თამაშებში წარმატების მცირე შანსი დარჩათ. „არსენალმა" გასულ კვირას 0:4 წააგო „მილანთან".
დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი თამაში შედგება - ფრანგული „მარსელი" იტალიურ „ინტერს" მასპინძლობს, ხოლო შვეიცარიული „ბაზელი" გერმანულ „ბაიერნს" დაუხვდება.