ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე საბანკო სექტორის მიღმა მბრუნავი ფულის საბანკო სექტორში მოსაქცევად გარკვეული ბარიერების დაწესებას ეწინააღმდეგება.
"დღემდე მეგონა, რომ ყოველგვარი ბარიერისა და შეზღუდვების კუთხით მივდიოდით. ის, რაც 2 სუბიექტს შორის ურთიერთობას უშლის ხელს, ანუ შემაფერხებელი ფაქტორები, უნდა გამოირიცხოს. ის, რომ გარკვეული ბარიერების დაწესებას ვაპირებთ, არის უკან გადადგმული ნაბიჯი. თუ ბიზნესაქტიოვბის გაზრდა და სიტუაციის გამოსწორება გვინდა, ეს მექნიკური მოქმედებებით არ უნდა მოვახდინოთ. ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის მთავარია _ ის ჭარბი ლიკვიდობა, რომელიც ბანკებს აქვთ ბრუნვაში, წავიდეს და სწორედ ამ ფულმა დაიწყოს ბრუნვა და არა საზოგადოების მიერ დარეზერვებულმა ფულმა", - აცხადებს კალანდაძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ანგარიშწორებისას ყველა მეთოდი გამართლებულია, თუკი ის კანონიერების ჩარჩოშია მოქცეული.
"ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს მოსახლეობისგან ფულის ამოღება. არასწორია ის მიდგომა, რომ მოსახლოების ფული საბანკო არხებში მოვაქციოთ, როცა ის ბინის ყიდვას გადაწყვეტს.
ანგარიშწორების მეთოდის შერჩევის უფლება მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ, ანუ ვისაც როგორ უნდა, ისე განახორციელოს ანგარიშსწორება, ოღონდ კანონიერების ფარგლებში და შესაბამისი გადადასახადების გადახდით. ველოსიპედის ხელახლა გამოგონება საჭირო არაა. ანალოგიური პრობლემა სამყარომ სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით გადაწყვიტა და არა სხვადასხვა ადმინისტრაციული ბარიერის დაწესებით", - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბანკის გარეთ მოძრავი ფულის მასის საბანკო სექტორში მოსაქცევად ბანკ "რესპუბლიკას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა პაპაშვილმა ერთგვარ მზა რეცეპტი მისცა.
"დღეისათვის უძრავი ქონების ყიდვისას გარიგებებში, გადახდის სიტემაზე, რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. არც ერთ ქვეყანაში არაა, რომ წახვიდე და ნაღდი ფულით 50 000-დოლარიანი ბინა იყიდო. სავარაუდოდ, კანონმდებლობა ანგარიშსწორების ასეთ გზას შეზღუდავს, რაც ნელ-ნელა მოხდება", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შედეგ პაპაშვილმა.