საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა დადგეგმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერეაციის პრესსამსახურის ცნობით თემურ ქეცბაიას გუნდი 24 მაისს თურქეთს შეხვდება, ხოლო 15 აგვისტოს ლუქსემბურგს. თურქეთთან თამაში ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაიმართება, ხოლო ლუქსემბურგთან თბილისში.
ამას გარდა საქართველოს ნაკრები ერთ კვირაში ასევე ამხანაგურ თამაშს მართავს - 29 თებერვალს თბილისში ალბანეთს დაუხვდება. სეზონის პირველი სპარინგ-მატჩისთვის ნაკრები საწვრთნელ შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაში" გამართავს.