მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი, შესაძლოა, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ინტერის" დირექტორმა მარკო ბრანკიმ რანიერის განუცხადა, რომ თუ მილანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩს "მარსელთან" გამანადგურებელი ანგარიშით წააგებს, მაშინ 60 წლის სპეციალისტს გუნდიდან წასვლა მოუწევს. "ინტერის" ბოსების თქმით, რანიერის წასვლის შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის პოსტს ჯუზეპე ბარეზი დაიკავებს, ხოლო მისი დამხმარე ლუიშ ფიგუ იქნება.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერი "ინტერში" 2012 წლის დასაწყისში მივიდა და 6-მატჩიანი მოგებათა სერია მოაწყო, რომლის შემდეგაც დაიწყო წარუმატებლობები. გასულ უქმეებზე "ინტერმა" საკურთარ მოედანზე 0:3 წააგო ბოლონიასთან და ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგა.