ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა" დღეს დილით „ჩიკაგოსთან" გამართა თავისი შეხვედრა. მიუხედავად იმისა რომ ფაცულიამ და მისმა თანაგუნდელებმა 21-ქულიანი ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირეს, საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ 90:79. ქართველი ცენტრი ტრადიციულად "ჰოუქსის" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ორჯერ მას დაუფარეს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ატლანტელთაგან ორმაგი დუბლი (17 ქულა, 12 მოხსნა) ჯოშ სმიტმა შეასრულა, სათადარიგო ჯანერო პარგომ კი 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულას გამორჩა. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა როუზმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო ჟოაკიმ ნოამ 5 ქულას ერთბაშად 17 მოხსნა წაამატა.
სტუმართა მარცხის მიზეზი, ძირითადად, ორი ფაქტორი გახდა. "ჰოუქსი" მეტოქეს მოხსნებში 41:51 ჩამორჩა და 21 საჯარიმოდან მხოლოდ 10 გამოიყენა.
19 მოგებითა და 13 მარცხით, "ატლანტა" სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში - მე-3, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ფაჩულიას კლუბი მომდევნო მატჩს 23 თებერვლის დილას, სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსთან" ჩაატარებს.