18 და 19 თებერვალს გუდაურში სნოუბორდის საერთაშორისო ტურნირი Gudauri Open Snow Race გაიმართა. შეჯიბრში, რომელშიც 18 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი და წარმომადგენელი მონაწილეობდა FIS ეგიდით ჩატარდა და მის კალენდარშია შესული.
ასპარეზობა თბილისის მერიის, გუდურის განვითარების ფონდის, სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს სნოუბორდის ფედერაციის მხადაჭერით გაიმართა. მსგავსი რანგის შეჯიბრი საქართველოში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ პირველად ჩატარდა.
პირველ საერთაშორისო ტურნირზე, სპორტსმენებმა გამარჯვებულები, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის ორ დისციპლინაში PGS და PSL გამოავლინეს. ასპარეზობა ორივე დღეს, ე.წ. პირველ ტრასაზე გაიმართა. მონაწილეთა შორის, 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი PGS დისციპლინაში, სლოვენიელი როკ ფლანდერი იყო. გუდაურში, საგანგებოდ ამ შეჯიბრზე დასასწრებად საერაშორისო სნოუბორდის ასოციაციის პრეზიდენტი, გერმანელი პეტერ კრიოგელიც ჩამოვიდა.
მოყვარულ სნოუბორდერებს გუდაურის განვითარების ფონდისგან საჩუქრები და დიპლოები გადაეცათ. პირველი საერთაშორისო ტურნირის Snowboard Race-ის გამარჯვებულები თასებით, მედლებით, დიპლომებით, ფულადი პრემიებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით დაჯილოდოვდნენ.
გუდაური Snowboard Race -ზე ქართული გუნდი 9 სპოტსმენით იყო წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე ტიტულოვანი რევაზ ნაზღაიძე. ქართულ გუნდში ერთი მანდილოსანი ნინო ბურდულიც ასპარეზობდა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ქალთა და ვაჟთა შორის პირველ ადგილზე გასული ორი სპორტსმენი დააჯილდოვა.