ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IFFHS) ევროპის ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა მათი კლუბების შედეგების მიხედვით. მხედველობაში მიიღება XXI საუკუნეში ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგები. კონკრეტულად, მოგებაზე ქულები ირიცხება და მხედველობაში არ მიიღება მაინცდამაინც შემდეგ ეტაპზე გასვლა.
სიაში არ არიან ჩერნოგორია, ლიხტენშტაინი, ანდორა და სან მარინო - მათ კლუბებს რეიტინგში ჩასათვლელად საკმარისი რაოდენობის მატჩი არ აქვთ ჩატარებული. ჩერნოგორია, გეცოდინებათ, 2008 წლიდან თამაშობს ევროტურნირებზე.
საქართველო 32-ე ადგილზეა და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებიდან რუსეთს, უკრაინასა და ესტონეთს ჩამორჩება.
საუკეთესო ინგლისის პრემიერლიგაა, რომელსაც ესპანეთი და იტალია მოჰყვებიან.
1. ინგლისი - 12619
2. ესპანეთი - 12314
3. იტალია - 11513
4. გერმანია - 10115
5. საფრანგეთი - 9645
6. ჰოლანდია - 8039
7. პორტუგალია - 7703
8. ბელგია - 6776
9. საბერძნეთი - 6775
10. თურქეთი - 6774