საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრს, ირაკლი ცირეკიძეს სამთვიანი დისკვალიფიკაცია შეეხება. ოლიმპიური თამაშების დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ტესტი ორჯერ ჩატარდა, რომელმაც ორივე შემთხვევაში დადებითი პასუხი აჩვენა. შემოწმების შედეგად ცირეკიძეს სისხლში აკრძალული პრეპარატი, კანაბოიდი აღმოჩნდა. ეს წამალი არის ძალის აღმდგენი, რომელსაც სპორტსმენები მატჩის შემდეგ ღებულობენ. საერთაშორისო ძიუდოს ფედარაციამ გაითვალისწინა რა ცირეკიძის მიღწევები, მას მხოლოდ სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ეს შემთხვევა 19 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც ცირეკიძე ტოკიოს გრანპრიზე იღებდა მონაწილეობას. მას დისკვალიფიკაციის ვადა 19 აპრილს ეწურება და შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოახერხებს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრას.
მასალის გამოყენების პირობები