გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური მატჩები გაიმათა. ცენტრალური შეხვედრა „ნოუ კამპზე" შედგა, სადაც „ბარსელონამ" „ვალენსიას" უმასპინძლა. მატჩი „ბარსას" იოლი გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.
მატჩის დებიუტში, სტუმრებმა სწრაფი გოლი გაიტანეს: პიატიმ ვალდესის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ „ბარსელონა" ჩვეულ სტილში ათამაშდა და დაიწყო ლიონელ მესის ბენეფისიც: 22-ე, 27-ე, 76-ე და 85-ე წუთებზე არგენტინელმა ოთხი გოლი გაიტანა და ამჟამად, 27 ბურთით, ბომბარდირთა დავაში, კრისტიანო რონალდოს ერთი ბურთით ჩამორჩება. მატჩის ძირითადი დროის დამატებულ წუთებზე, შეცვლაზე შემოსულმა ხავიმ, თავისი გოლიც გაიტანა და „ღამურების" რბევას წერტილი დაუსვა.
აღსანიშნავია რომ „ვალენსიასთან" შეხვედრა ლეო მესისთვის საიუბილეო, მე-200 მატჩი იყო პრიმერაში. ამ გამარჯვებით, „ბარსამ"10 ქულამდე შეამცირა სხვაობა მადრიდის „რეალთან", რომელიც 61 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.