ბუნდესლიგის 22-ე ტური კვირას საღამოს ორი საინტერესო და სანახაობრივი მატჩით დასრულდა. "შალკემ" საკუთარ არენაზე "ვოლფსბურგს" უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა,"ჰანოვერმა" კი "შტუტგარტი" მიიღო,შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და მასპინძლების გამარჯვებით (4-2) დასრულდა გელზერკირხენელებმა სტუმრების განადგურება მატჩის მე-10-ე წუთზე დაიწყეს.
ჰუბ სტევენსის გუნდი რაულმა დააწინაურა, რომელმაც კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა.მასპინძელთა უპირატესობა ჰუნტელარმა გაამყარა.შალკეს ჰოლანდიელმა ლეგიონერმა კრისტიან ფუკსის პასი შედეგიანად გამოიყენა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
მე-2 ტაიმის დებიუტში, "შალკე" ჟოელ მატიპმა კიდევ უფრო წინ გაიყვანა, ჰუნტელარმა კი, თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჰოლანდიელს მესამედაც შეეძლო თავის გამოჩენა მაგრამ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრაში დუბლს დასჯერდა.
მიმდინარე სეზონში, მე-10 მარცხი იგემა ბრუნო ლაბადიას გაწვრთნილმა"შტუტგარტმა". ჰანოვერი მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და მატჩის 73-ე წუთისათვის ანგარიში 4-0 იყო. მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ჰანოვერმა თამაშში თავის გამოჩენის საშვალება სტუმრებს მხოლოდ ამის შემდეგ მისცა.შტუტგარდმა რაც შეძლო ეს ანგარიშის ორამდე შემცირება იყო და საბოლოოდ ანგარიში 4-2 დაფიქსირდა.
22 ტურის შემდეგ ბუნდესლიგას 49 ქულით კვლავ "დორტმუნდის ბორუსია" ლიდერობს,რომელმაც შაბათს ბერლინში ჰერტა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხეს და დედაქალაქიდან 3 ქულის წამოღება შეძლეს.
მეორე და მესამე ადგილებს,ლიდერთან სამ და ოთხ ქულაინი ჩამორჩენით "გლადბახის ბორუსია" და "ბაიერნი" ინაწილებენ.