ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, გუშინ გამართული მატჩის შემდეგ "კატანიასთან", რომელიც მისმა გუნდა დამჯერებლად, 3:1 მოიგო, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, "იუვენტუსმა" თავისი ხასიათი და მებრძოლი სული გამოვლინა.
"დღეს ჩემმა გუნდმა შესანისნავად ითამაშა. ეს თამაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამ გამარჯვებით ლიდერობა დავიბრუნეთ. მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ დავმარცხებულვართ და ეს გუნდის სტაბილურობის და სიძლერის დამსახურებაა. ამჟამად, "იუვენტუსს" ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში,"- განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" 49 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და ორი ქულით უსწრებს "მილანს", რომელიც დღეს გამართვას თავის მატჩს "ჩეზენასთან".