მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ბათუმში ახლად ამოქმედებულ ბიზნესიკუბატორში განსათავსებლად 6 კომპანია შეირჩა და მეშვიდე კომპანიაც წინა საინკუბაციო პერიოდში იმყოფება. კომპანიებმა "კაპა X"-მა (Iთ ტექნოლოგიები), "ბი-სი-სიმ" (ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია), "სანიკიძე და კომპანიამ" (იურიდიული მომსახურეობა), "ფრეშ ტურმა" (ტურისტული კომპანია), "ელ პი სი X"-მა (კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება) ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში განთავსების უფლება უკვე მოიპოვეს.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც 125 ათასი დოლარია. ბიზნესინკუბატორში 10 კომპანია უნდა განთავსდეს, რომელთა შერჩევას სპეციალური კრიტერიუმებით კომისია 2010 წლის ბოლომდე დაასრულებს.
ბიზნესინკუბატორი 350 კვ/მ ფართობზეა განთავსებული, სადაც დამწყებ ბიზნესკომპანიებს საოფისე ფართები გამოიყოფა.
ინკუბატორში ბიზნესკომპანიების საინკუბაციო პერიოდი სამი წელია და სამი წლის შემდეგ საუკეთესო კომპანიას გაეროს განვითარების ფონდი ფინანსურადაც დაეხმარება.