საქართველოს მთავრობას 2010 წელს ქვეყანაში შემოსასვლელ ინვესტიციებთან მიამრთებაში საკმაოდ ოპტიმისტური გათვლები გააჩნია. საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით 2010 წლისათვის ქვეყანა 1 მილიარდ 200 მლნ დოლარის ინვესტიციას ელოდება.
"საიდან ველოდებით ინვესტიციებს ეს რთულია სათQმელია, თუმცა გარკვეული გლობალური პროგნოზები არსებობს, რომლის მიხედვითაც 2010 წელს ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურები იქნებიან კომპანიები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან.
ცხადია რუსები საქართველოს მიმართ არ გააქტიურდებიან, ისევე როგორც ბრაზილიელები, რომლებიც როგორც წესი კაპიტალს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე აბანდებენ. თუმცა საქართველოს ინვესტირების კუთხით, გააქტიურობას ელოდება სამხეთ და სამხეთ-აღმოსავლეთ აზრიიდან ქვეყნებიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან."- განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საინვესტიციო სააგენტოს ხელმღძვანელმა ირაკლი მატკავამ.