ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების შესარჩევი ვადები, არის სრულიად მისაღები და აუცილებელიც კი. ამის შესახებ ვეფხვაძემ პარალმენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ გადაიწიოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულმა ვადებმა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების შესარჩევად.
როგორც ვეფხვაძე აცხადებს, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის გონივრული, ვინაიდან, "როგორც ჩანს, პრეზიდენტი მიხვდა თავისი შეცდომის სიმძიმეს: მას ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ჯერ კიდევ 8 იანვარს უნდა წარდეგინა და ის, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული, ნიშნავს მისი მხრიდან კანონის დარღვევას".