ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანის ფაქტზე თეიმურაზ შამოევი დააკავეს.
შამოევს სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვებ-პუნქტ „სადახლოს" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე მისივე კუთვნილი „მერსედეს-ბენცის" მარკის მიკროავტობუსით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს ნაკეთობები გადმოჰქონდა.
შამოევი ცდილობდა საიუველირო ნაკეთობები სახელმწიფო საზღვარზე არსებული საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოეტანა, თუმცა სამართალდამცველებმა იგი ფაქტზე დააკავეს.
აღნიშნული საიველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება დაახლოებით 30 000 ლარს შეადგენს.
წინასწარი გამოძიება საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.