პრემიერ-მინსიტრთან შეკრებილი საბანკო სექტორის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმ საგადასახადო გირავნობისა და საბანკო იპოთეკის ურთიერთქმდებებზე მსჯლობენ.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, თუკი საბანკო სექტორსა და მთავრობას შორის კონსესუსის მიღწევა მოხერხდება, მაშინ საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავა, რაც გილაურის განმარტებით, საკრედიტო პორთფელისა და საბანკო აქტივობის ზრდას სგამოიწვევს.
პრემიერი 2009 წლის საბანკო სექტორის მუშაობას პოზიტიურად აფასებს და მიაჩნია, რომ საბანკო სექტორის მუშაობა 2010 წლისათვის კიდევ უფრო გააქტიურდება.
"საბანკო სექტორთან შეხვედრები პერმანენტულად გვაქვს, სადაც სამომავლო გეგმებზე ვმსჯელობთ. მინდა გითხრათ, რომ 2009 წელი საკმაოდ პოზიტიური იყო და 2010 წლისათვის საბანკო სექტორის აქტიურობას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, რადგანაც საბანკო სექტორის მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტება გაიზრდება, რაც საბანკო სექტორისა და კერძო სექტორთან შეთანხმებით მიიღწევა. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსათან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობდით რამდენიმე საკითხზე, მათ შორისაა საგადასახადო გირავნობისა და საბანკო იპოთეკის ურთიერთქმედება, რომელსაც 2010 წელს პრიორიტეტი მიენიჭება. თუკი საბანკო სექტორთან შეთანხმება პოზიტიური იქნება, მაშინ საკითხის განხილვა ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე მოხდება", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.
შეხვედრის დაწყებამდე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც პრემიერმა განმარტა, შეხვედრის შემდეგ კომენტარებს ფინანსთა მინისტრი და საბანკო სექტორის წარმომადგენლები გააკეთებენ.