საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ბათუმში ვიზიტი "საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
"მაკკეინი ერთ-ერთი გავლენიანი პირია მსოფლიო პოლიტიკაში და ბუნებრივია, მისი ვიზიტი და საქარველოს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, ამერიკელი სენატორის ბათუმში ვიზიტი სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას ემსახურება.
"ამასთან, ჯონ მაკკეინი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსაც", - განმარტა კალანდაძემ.