კობა კობალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა
მუხროვანის ამბოხებაში ერთ-ერთი ბრალდებულის კობა კობალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კობა კობალაძის ადცვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ბრალბების მხარე კობალაძისათვის 13 ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
"პროკურატურა კობალაძისათვის 13 წელიწად ნახევრით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. აქედან 12 წელს ამბოხებისათვის, წელიწადნახევარს კი იარაღის უკანონოდ ტარებისათვის. მოსამართლემ კობალაძე ამბოხების ნაწილში გაამართლა, რაც შეეხება იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას, ეს ბრალდება კობალაძეს დაუტოვეს, თუმცა მან უკვე მოიხადა ეს ვადა და შესაბამისად, ის დარბაზიდან გათავისუფლდა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გელა ნიკოლაიშვილმა.