ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 14-15 იანვარს ბათუმში გასამართი ენერგეტიკული სამიტის მოსამზადებელი შეხვედრა მიმდინარეობს.
"ეს არის მოსამზადებელი შეხვედრა სადაც ენერგეტიკულ საკითხებზე იქნება მსჯელობა. ბათუმის სამიტზე მსჯელობა იქნება ასევე თხევადი გაზის ტრანსპორტირებაზეც რაც საქართველოსათვის მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
ბათუმის სამიტში მონაწილეობისათვის საქართველოს აზერნაიჯანის, პოლონეთის, უკრაინის, ლიტვისა და ლატვიის პრეზდენტები ეწვევიან.
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის კანცელარიის ხელმძღვანელის განცხადებით, ბათუმის სამიტი იქნება ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკების გაგრძელება, რისი დასაწყისიც 2007 წელს კრაკოვში გამართული ენერგოსამიტი იყო.
კრაკოვის შემდეგ უმაღლეს დონეზე შეხვედრები გაიმართა ვილნიუსში, კიევსა და ბაქოში.
ბათუმის სამიტის თემა ასევე იქნება ოდესა-გდანსკის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტი სამიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი დეკლარაციის მიღება.
მასალის გამოყენების პირობები